თავში

ზვიადაურმა მუხლებზე დაცემულს მიბჯენით ესროლა - ნიკა კენჭოშვილის მშობლები

ზვიადაურმა მუხლებზე დაცემულს მიბჯენით ესროლა - ნიკა კენჭოშვილის
ზვიადაურმა მუხლებზე დაცემულს მიბჯენით ესროლა - ნიკა კენჭოშვილის მშობლები

"სამართალი არ არსებობს, მკვლელი რატომ უნდა გაათავისუფლო?!" - ამის შესახებ სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამამ განაცხადა. 

27 წლის ბიჭის მშობლებისთვის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება თავზარდამცემი აღმოჩნდა.

"ექსპერტის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილაბა?! რა ვიცი იქ რა მოხდა? შეიძლება იმათი ნასროლი ტყვიითაა ზვიადაურის ძმა მოკლული. მე არ ვიძახი, რომ ამას (შვილს) არ მოუკლავს, მაგრამ ხომ შეიძლება, იარაღის ტრიალისას იქიდან (ზვიადაურების მხარემ) მოარტყა და მოკლეს ის ადამიანი. მიბჯენით რად უნდოდა ტყვიის სროლა, პირველად ვამბობ ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები. რათ უნდოდა ახლოს, მიბჯენით სროლა, თავში წამოერტყა...

მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. რასაც ახლა ვიტყვი, ამას ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი - ყველაფერი უფლისთვის მიმინდია. პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ და ვაპატიებ!"- აცხადებს მოკლულის მამა.

ნიკა კენჭოშვილის დედის თქმით, ზვიადაურით მთელი მათი ოჯახი ამაყობდა, თუმცა 4 თვის წინ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა 27 წლის შვილი 7 ტყვიით სიცოცხლეს გამოასალმა.

"ესროლა ისეთი იარაღიდან, რომლის ერთი ტყვიაც კომაში აგდებს. 3-4-ჯერ მიბჯენით, შემდეგ კი მუხლზე დაცემულს, ორჯერ ზურგში ესროლა. ამას თავად ამბობს. ასეთი მკვლელი როგორ უნდა გამოუშვან, რატომ ახალისებენ ასეთებს, გინდ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყოს, ან თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი?! რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?!" - აცხადებს კენჭოშვილის დედა.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system