თავში

14 წლის მოტომრბოლელი შეჯიბრის დროს დაიღუპა

​14 წლის მოტომრბოლელი შეჯიბრის დროს დაიღუპა
14 წლის მოტომრბოლელი შეჯიბრის დროს დაიღუპა

ესპანელი მოტომრბოლელი უგო მილიანი European Talent Cup-ის ეტაპზე ავარიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონატის პრესსამსახური ავრცელებს.

შეჯიბრი ესპანეთის არაგონის პროვინციაში მიმდინარეობდა.

მილიანი რამდენიმე მრბოლელის მონაწილეობით ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგ რბოლა შეწყდა.

14 წლის სპორტსმენი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system