თავში

20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

პრაღაში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა ბულგარელ ივაილო ივანოვს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გრიგალაშვილმა პრაღაში ჯერ იტალიელი კრისტიან პარლატი, შემდეგ კი ბერძენი თეოდოროს დემორციდისი დაამარცხა. 

მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მისივე თანაგუნდელი ლუკა მაისურაძე იყო, რომელსაც გრიგალაშვილმა ვაზარით სძლია. ნახევარფინალში გრიგალაშვილმა ასევე ვაზარით ბელგიელი მატიას კასე დაჯაბნა.

ლუკა მაისურაძემ რეპეშაჟში აზერბაიჯანელი, ნიდერლანდელი და ბელგიელი მეტოქეები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი სპორტსმენიდან სამივემ მედლის მოპოვება შეძლო.

ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი, სამწუხაროდ, მოლდაველ ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლუკა მაისურაძემ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი დაიცავს. წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system