თავში

2020 წლის დრიფტის სერიები SOCAR Georgia Petroleum-მა დაასპონსორა

2020 წლის დრიფტის სერიები SOCAR Georgia Petroleum-მა დაასპონსორა
2020 წლის დრიფტის სერიები SOCAR Georgia Petroleum-მა დაასპონსორა

BMW Club Georgia... (OFFICIAL)-ს ორგანიზებითა და SOCAR Georgia Petroleum-ის სპონსორობით, 2020 წლის დრიფტის სერიები გაიხსნა.

 SOCAR Georgia Petroleum-ის განმარტებით, პანდემიის ფონზე , წელს დრიფტის გახსნა რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი გახსნა მაინც მოხერხდა.

პირველი სერია ხონში უკვე ჩატარდა, მორიგი სერია 26-27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, დრიფტის სამშობლო იაპონიაა, თუმცა მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.

დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

დრიფტის ავტომობილი როგორც წესი დიდი სიმძლავრის უკანა წამყვან თვლებიანია. პრაქტიკულად ყოველთვის ავტომობილი მსუბუქდება და განიცდის ტუნინგს. კერძოდ: ფორსირდება ძრავი და იცვლება უკანა დიფერენციალი. დრიფტის კლასიკურ ავტომობილებად ითვლებიან: Nissan 350Z, Nissan Silvia S15, Nissan 180SX, Nissan Skyline, Mazda RX-7 და "ჰაჩი-როკუ" პირდაპირ თარგმანში "8-6" — AE86 (Toyota Sprinter Trueno, Toyota Corolla Levin) 1984—1986 წლის გამოშვებები და S პლატფორმის Nissan (Silvia/180SX/200SX/240SX).

იხილეთ, 2020 წლის დრიფტის სერიების ვიდეოკადრები:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system