თავში

2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს - კობიაშვილი

2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს - კობიაშვილი
2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს - კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ინიცირებული.

2021 იქნება პირველი წელი, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა. 

,,ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

წყარო: 1TV.GE

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system