ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა ლა-ლიგაში ინიაკი უილიამმა ახალი რეკორდი დაამყარა.
27 წლის ფეხბურთელმა ამას მე-8 ტურში "ალავესასთან" მატჩში, მიაღწია, რომელშიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.
27 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში ბილბაოს კლუბის შემადგენლობაში ზედიზედ 203 თამაში ჩაატარა. ინიაკს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები 2016 წლის აპრილიდან არ გამოუტოვებია.
ინიაკი უილიამსი "ატლეტიკის" ძირითად შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს.