თავში

21 წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

21 წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
21 წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის. 49 წლის მაისურაძე, კარიერის მანძილზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების თავკაცი იყო. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე გუნდი, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოხვდა. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია. უკანასკნელად კი ის 20 წლამდე ნაკრებს ედგა სათავეში. მაისურაძის დებიუტი 26 მარტს, სლოვაკეთის წინააღმდეგ შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system