
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდა. შეხვედრა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გამართა.
ქართველებმა ბელარუსი თანატოლები სამბურთიანი სხვაობით დაამარცხეს - დაპირისპირება ანგარიშით 4-1 დასრულდა.
ორი გოლი გულიაშვილმა, ხოლო თითო მიითვალეს იაკობიძემ და შეყილაძემ გაიტანეს.
დღევანდელმა მატჩმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა.