თავში

31 ივლისიდან საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივრები დაიშვებიან

31 ივლისიდან საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივრები დაიშვებიან
31 ივლისიდან საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივრები დაიშვებიან

31 ივლისიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე შესვლას შეძლებენ. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს. 

"სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო". - იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system