თავში

,,აბრეშუმის გზის საავტომობილო რალი 2022’’ რამდენიმე ეტაპად განხორციელდება

,,აბრეშუმის გზის საავტომობილო რალი 2022’’ რამდენიმე ე
,,აბრეშუმის გზის საავტომობილო რალი 2022’’ რამდენიმე ეტაპად განხორციელდება

2021 წლის 9 აპრილს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მონაწილეობა მიიღო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და TURKSOY-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იავუზ სელიმ ქირანი. როგორც თურქეთში საქართველოს საელჩო იუწყება, შეხვედრაზე განხილულ იქნა ,,აბრეშუმის გზის საავტომობილო რალი 2022’’-ის საორგანიზაციო დეტალები. 

"შეხვედრაზე, რომელსაც რალის მონაწილე და მასპინძელი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მხარეებმა იმსჯელეს გლობალური პანდემიის პირობებში, ღონისძიების შეუფერხებლად ჩასატარებლად საჭირო პრევენციულ ზომებსა და საორგანიზაციო პროცესში არსებულ გამოწვევებზე. ,,აბრეშუმის გზის საავტომობილო რალი 2022’’ რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჯამში, დაახლოებით, 12 ათასი კმ-იანი მარშრუტი სტარტს აიღებს გერმანიაში, გაივლის ევროპის ქვეყნებს, თურქეთს, საქართველოს გავლით კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს და დასრულდება მონღოლეთში. ამასთან, მონაწილე და მასპინძელი ქვეყნების პოპულარიზაციის მიზნით, რალის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები," - განმარტავს თურქეთში საქართველოს საელჩო. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: UNESCO, WDR, EURONEWS, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები, „Türksoy“, თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი “TRT” და სხვ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system