თავში

აბუ დაბის გრანდ სლემზე მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს

აბუ დაბის გრანდ სლემზე მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს
აბუ დაბის გრანდ სლემზე მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს, ძიუდოში 2021 წლის ბოლო გრანდ სლემი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას ქართველებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს. აბუ დაბის გრანდ სლემზე, რომელშიც ხუთი კონტინენტიდან 42 ქვეყნის 232 ძიუდოისტი იასპარეზებს, შავდათუაშვილი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ქართველის ანგარიშზეა ასევე 2013 წელს ევროპის პირველობის ოქროს მედალი. ლაშა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპის და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system