აივენგო რიკაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავემ (82კგ) ფინალში შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეშარტი ანგარიშით 5:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ცნობისთვის, 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედალი მოიპოვა ლერი აბულაძემაც.