თავში

აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აივენგო რიკაძე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს. 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ქართველი მოჭიდავე ფინალში შვეიცარელ ბეჩარტის დაუპირისპირდება.

"ესტონელი კალჟოლას, ფინელი კეტონენისა და რუსი ოჟაევის ძლევის შემდეგ, მან ნახევარფინალში ირანელი ნაგუსი დაამარცხა და ოქროს მედალს შვეიცარიელი ბეჩარტის ძლევა აშორებს.

ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ნახევარფინალში წააგეს და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

აივენგო რიკაძე (82 კგ), ფრიდონ აბულაძე და ჯონი ხეცურიანი გადამწყვეტ შეხვედრებს 3 ნოემბერს, საღამოს ჩაატარებენ. 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მასში შესაძლოა, ბრინჯაოს მედლისთვის ოთარ აბულაძემაც იჭიდაოს, რომელიც 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რეპეშაჟის ნახევარფინალშია", - აცხადებენ ფედერაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system