თავში

"ამაყზე ამაყი მამა ვარ" კობა ტალახაძე

"ამაყზე ამაყი მამა ვარ"– კობა ტალახაძე
ამაყზე ამაყი მამა ვარ კობა ტალახაძე

"ამაზე მეტი ბედნიერება არ შეიძლება იყოს ქვეყანაზე. შენი შვილი ამხელა რეკორდებს ამყარებს, ამხელა ასპარეზზე გამოდის", - ამის შესახებ ლაშა ტალახაძის მამამ, კობა ტალახაძემ შვილის მორიგი გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

"პირველი კაცია, წარმატებულია და დღევანდელ დღეს ამაყი კი არა, ამაყზე ამაყი მამა ვარ", – განაცხადა კობა ტალახაძემ.

ოჯახი ამბობს, რომ ლაშასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობა იყო რომელსაც ერთი წელი ელოდა.

"ძალიან ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა და იყო კიდეც სანერვიულო. ეს ლაშას ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობაა. მოგეხსენებათ, მთელი 1 წლის განმავლობაში ლოდინის რეჟიმში იყო, ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო. არც იცოდნენ, ჩატარდებოდა თუ არა, ძალიან ამაყი ვარ", – ამბობს ლაშას დედა, ჟანა თოდაძე "რუსთავი 2-თან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system