თავში

არ მივცემთ საშუალებას, რომ ქართული რაგბი და მორაგბეები დაიმონონ - აბუსერიძე

არ მივცემთ საშუალებას, რომ ქართული რაგბი და მორაგბეები დაიმონონ
არ მივცემთ საშუალებას, რომ ქართული რაგბი და მორაგბეები დაიმონონ - აბუსერიძე

ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქართული რაგბი და მორაგბეები დაიმონონ, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

აბუსერიძის თქმით, ქართველ მორაგბეებს შორის პოლიცია არასდროს მდგარა და გუშინდელმა შემთხვევამ, დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად რაგბის ოჯახს. 

"გუშინ რაც მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რაგბის ოჯახისთვის დამ გულშემატკივრისთვის. მინდა ვთქვა, რომ არასდროს არ ყოფილა ისე, რომ ქართველ მორაგბეებს შორის სამართალდამცავები მდგარიყვნენ. აქ არ არსებობდა კითხვის ნიშანი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მოძალადეები, ჩვენ უბრალოდ ჩვენს სიმართლეს ვიცავთ. მთლიანად რაგბის სამყაროში არის უსამართლობა იმიტომ, რომ ძალადობრივი მეთოდებით უნდათ ხელები გადაუგრიხონ კლუბებს და მის დელეგატებს, რათა პოზიცია საკუთარი ნების საპირისპიროდ დააფიქსირონ. მაგრამ, ამას ჩვენ ვერ შევეგუებით, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიმართლისთვის ბრძოლას, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქართული რაგბი და მორაგბეები დაიმონონ", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

საარჩევნო პროცესის დაწყებას, ირაკლი აბუსერიძისა და იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.

პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირმა საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდა, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. აბუსერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ხმების დასაცავად მივიდნენ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა და მხარეებს მოუწოდა, უზრუნველყონ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარება.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა.19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system