თავში

არამარტო ქართული სპორტის, არამედ, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა - წულუკიანი

არამარტო ქართული ლუკიანი
არამარტო ქართული სპორტის, არამედ, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა - წულუკიანი

ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

„ჩვენ ყოველთვის გვყავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე გამორჩეულ ადგილს იკავებდნენ, ეპოქას ქმნიდნენ. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთია ლაშა ტალახაძე, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი მსოფლიო რეკორდის მფლობელი.

ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!

ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არამარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ვულოცავ ლაშას და ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - წერს თეა წულუკიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system