თავში

არველაძის უარი ჩემთვის ცოტა გაუგებარია - კალაძე

არველაძის უარი ჩემთვის ცოტა გაუგებარია - კალაძე
არველაძის უარი ჩემთვის ცოტა გაუგებარია - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

კახა კალაძის თქმით, არველაძის უარი მისთვის გაუგებარია. 

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system