თავში

აშშ პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტს გეგმავს - CNN

​აშშ პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტს გეგმავს - CNN
აშშ პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტს გეგმავს - CNN

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ამ კვირაში გამოაცხადებს. ამის შესახებ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით CNN იტყობინება.

მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები 2022 წლის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრებიან.

ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელმაც ბოიკოტი განიხილა, ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ტელეკომპანიის ცნობით, სრული ბოიკოტი მოსალოდნელი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელ სპორტსმენებს შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მიეცემათ.

ცნობისთვის, ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მისი ქვეყანა პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს განიხილავს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system