თავში

ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან

ავსტრალიას დაუპირისპირდებიან
ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკანასკნელ მატჩს დღეს გამართავს. 

ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრებს რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილი უჭირავს, ავსტრალიას კი მე-6 ადგილზეა.

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე სამი მატჩი უკვე გამართეს, რომელთაგან ერთი მოიგეს (ურუგვაი), ორში კი დამარცხდნენ (უელსი, ფიჯი). ავსტრალიის ნაკრებმა კი პირველი მატჩი უელსთან დათმო, თუმცა შემდეგ ფიჯისა და ურუგვაის მოუგო და ამჟამად 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system