თავში

ავსტრალიის ღია პირველობაზე 500-მდე ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

ავსტრალიის ღია პირველობაზე 500-მდე ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს
ავსტრალიის ღია პირველობაზე 500-მდე ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ ჩოგბურთის მოთამაშეები, ოფიციალური პირები და დამხმარე პერსონალი კარანტინში გადაეყვანათ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ერთ-ერთ მოხალისეს, რომელიც ტურნირის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას კორონავირუსი დაუდგინდა.

ამგვარად, მელბურნის საკარანტინო სასტუმროში 507-მდე ადამიანი იმყოფება იზოლაციაში.

მიუხედავად მიღებული მკაცრი ზომებისა, ტურნირი მაინც ჩატარდება. ის ერთი დღის დაგვიანებით დაიწყება. მანამდე კი, მოთამაშეები ტესტირებას გაივლიან. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდეს, რადგან მათ ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system