თავში

აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები ევროპის ონლაინ-ჭადრაკის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

​აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები ევროპის ონლაინ-ჭადრაკის ჩემპიონატში მიი
აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები ევროპის ონლაინ-ჭადრაკის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

ევროპის საჭადრაკო კავშირი ონლაინ-ჭადრაკის პირველ ჩემპიონატს უმასპინძლებს. აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას აზერბაიჯანელი მოჭადრაკეებიც მიიღებენ. ის 5 სარეიტინგო ჯგუფში გაიმართება.

დღესდღეობით ჩემპიონატისთვის რეგისტრაცია 800-მა ადამიანმა, მათ შორის 19 აზერბაიჯანელმა მოჭადრაკემ გაიარა.

ჩემპიონატში მონაწილეობა ევროპის საჭადრაკო კავშირის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია, რომელსაც FIDE ID აქვს. გარდა ამისა, მათ სიმბოლური საწევრო 5 ევროს ოდენობით უნდა გადაიხადონ.

ჩემპიონატი 16-31 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 ქვეყნის მოჭადრაკეები მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system