თავში

აზერბაიჯანის გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

აზერბაიჯანის გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნი
აზერბაიჯანის გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი  დასრულდა

საქართველოში აზერბაიჯანის სამამულო ომში გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი "გამარჯვების თასი" დასრულდა.

მარნეულის სოფელ ყიზილჰაჯილის სპორტულ კომპლექსში გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) და Azersun Holding-ის საქართველოს წარმომადგენლობის DAPNA-ს მოყვარულთა გუნდები შეხვდნენ.

თამაში AZEBI-ის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

23 ოქტომბერს დაწყებულ ტურნირში  საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებისა და ამ ქვეყნების კომპანიების გუნდები მონაწილეობდნენ. მინი ფეხბურთის ტურნირი AZEBI-ს ორგანიზებით გაიმართა. 

"გამარჯვების თასის" გამარჯვებულები მედლებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, თურქეთის ელჩი ფატმა ჩერენ იაზგანი, AZEBI-ის საბჭოს თავმჯდომარე ნარიმან გურბანოვი და მარნეულის მერი კანან ომაროვი ესწრებოდნენ.

AZEBI-ის საბჭოს თავმჯდომარემ ტურნირში მონაწილე გუნდებს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გამარჯვების თასი“ მეგობრობის, ძმობისა და ერთიანობის შეხვედრა იყო.

აზერბაიჯანელებს გამარჯვების დღე ელჩმა, ფაიგ გულიევმაც მიულოცა.

„აზერბაიჯანი ყოველთვის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყო. ჩვენ  44-დღიან სამამულო ომში მშვიდობისა და სამართლიანობის აღსადგენად ვიბრძოდით. ქედს ვიხრით ჩვენი გმირი შეჰიდების სულების წინაშე, რომლებმაც დიდებული გამარჯვება მოუტანეს აზერბაიჯანელ ხალხს“, - განაცხადა ფაიგ გულიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system