თავში

აზერბაიჯანსა და საქართველოში აბრეშუმის გზის თასი გათამაშდება

აზერბაიჯანსა და საქართველოში აბრეშუმის გზის თასი გათამაშდება
აზერბაიჯანსა და საქართველოში  აბრეშუმის გზის თასი გათამაშდება

აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტულ საქმეთა სამინიტროს, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციების ხელშეწყობითა და კომპანია SOCAR-ის ორგანიზებით აბრეშუმის გზის საერთაშორისო თასზე ბლიც-საჭადრაკო ტურნირი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მაჰირ მამედოვის ინიციატივით, ტურნირი საქართველოსა და აზერბაიჯანის 26 და 28 მაისის დამოუკიდებლობის დღეებისადმი იქნება მიძღვნილი.

ღონისძიება ორ ქვეყანას შორის სპორტული ურთიერთობების გაღრმავებას, პანდემიის დღეებში ჭადრაკის თამაშის პრაქტიკის შენარჩუნებასა და სპორტის ამ სახეობის პროპაგანდას ისახავს მიზნად.

ტურნირი ვირტუალურ სათამაშო პლატფორმა playchess.com.-ზე გაიმართება. მასში მონაწილეობას 50 მოჭადრაკე მიიღებს. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 20 000 ევროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system