თავში

ბაკურიანში მსოფლიო თასის სქი-ქროსის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში მსოფლიო თასის სქი-ქროსის ეტაპი დასრულდა
ბაკურიანში მსოფლიო თასის სქი-ქროსის ეტაპი დასრულდა

მსოფლიო თასის ეტაპი სქი-ქროსში, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, დასრულდა. 

გამარჯვებული შვეიცარელ მოთხილამურეთა წყვილი ფანი სმიტი და ჯონას ლენჰერი გახდა. 

მეორე ადგილზე კორტნი ჰოფოსი და კრის ბოსკო გავიდნენ, რომლებმაც კანადა წარმოადგინეს. 

მესამე ადგილის მფლობელი კი შვედი სანდრა ნასლუნდი და დევიდ მობერგი გახდნენ. 

მსოფლიო თასის ეტაპები სკი-კროსსა და სნოუბორდ-ქროსში, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200-მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შეჯიბრი მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სკი-კროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპისთვის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system