თავში

"ბარსელონამ" რონალდ კუმანი გაათავისუფლა

"ბარსელონამ" რონალდ კუმანი გაათავისუფლა
ბარსელონამ რონალდ კუმანი გაათავისუფლა

"ბარსელონამ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი გაათავისუფლა - ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.

ეს გადაწყვეტილება "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ 27 ოქტომბერს, "რაიო ვალეკანოსთან" მარცხის შემდეგ მიიღო, მანამდე კატალონიური გრანდი მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. 

ესპანურ ლა ლიგაში 10 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 15 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი მე-3 ადგილზეა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს რონალდ კუმანის ადგილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system