თავში

"ბარსელონას“ფეხბურთელები იანვარში ხელფასს ვერ აიღებენ

"ბარსელონას“ფეხბურთელები იანვარში ხელფასს ვერ აიღებენ
ბარსელონას“ფეხბურთელები იანვარში ხელფასს ვერ აიღებენ

"ბარსელონას“ ფეხბურთელები იანვარში ხელფასს არ მიიღებენ,-ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა კარლოს ტუსკეტსმა განაცხადა.

დღეს ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ არ შეგვიძლია გადავიხადოთ თანხა იანვარში. ჩვენ კონსულტანტური ორგანო ვართ და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ გაგვაჩნია. არ ვიყავი გახარებული ვალისა და სახელფასო ბიუჯეტის გაზრდით, მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა კორონავირუსის გამოჩენას. ეს სიტუაცია გვაღელვებს, მაგრამ იმედი გვრჩება. მოთამაშეები არ მიიღებენ ხელფასს იანვარში. ის გადაიდო იმავე წესით, როგორც სხვა გადახდები. მაგალითად, ბონუსები ტურნირებზე გამარჯვებებისთვის“, – განაცხადა ტუსკეტსმა.

რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობაზე. ამით კლუბი 122 მილიონ ევროს დაზოგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system