თავში

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 33 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში, 7(7):6(3), 6:1 დაამარცხა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს სძლია.

დოჰას ტურნირის ფინალი 14 მარტს, თბილისის დროით 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system