თავში

ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია
ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალშია. 

საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე 1/4 ფინალში რეიტინგის 41-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იყო, რომელიც ბასილაშვილმა სამ სეტში - 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა. მატჩი ორი საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქი მსოფლიოს 57-ე ჩოგანი სერბი ლასლო ჯერე იქნება. ნახევარფინალური დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი, იტალიელ ლორენცო სონეგოსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტცის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system