
ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.
მან ინდიან უელსში მიმდინარე „მასტერსზე“ მესამე ბარიერი გაიარა – მერვედფინალში საათსა და 57 წუთში აჯობა მსოფლიოს 29-ე ჩოგანს, რუს კარენ ხაჩანოვს – 6:4, 7:6(6).
ბასილაშვილი 1/4-ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.