თავში

ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზეც იგივე მოხდება.

მატჩი FIFA-ს ეგიდით ტარდება. ღონისძიების მასპინძელია ფეხბურთის ფედერაცია.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას FIFA-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system