თავში

ბეისბოლის მთავარი ლიგა, მარიხუანას აკრძალული ნივთიერების სიიდან ამოიღებს

ბეისბოლის მთავარი ლიგა, მარიხუანას აკრძალული სიიდან ამოიღებს
ბეისბოლის მთავარი ლიგა, მარიხუანას აკრძალული ნივთიერების სიიდან ამოიღებს

მარიხუანა, აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალიდან ამოიღო, ბეისბოლის მთავარმა ლიგამ (MLB), რომელიც ამერიკის პროფესიონალური ლიგაა და მოიცავს ამერიკის ნაციონალურ ლიგასაც. რეალურად ამოღების მიზანი, მოთამაშეთა მასშტაბური ტესტირებაა, რომლებსაც ოპიადების მოხმარებაზე შეამოწმებენ. ახალი წესების მიხედვით, სპორტსმენები, რომლებსაც ანალიზები ოპიადების, კოკაინის, ან ფენტალინის მოხმარებას დაუდგენს, დასჯის ნაცვლად, სამკურნალო პროცედურებს გაივლიან.  MLB-ს პროფესიული კავშირის თქმით, ახალი წესები, რომლითაც მარიხუანა აკრძალულ ნივთიერებად აღარ ჩაითვლება, 2020 წლის გაზაფხულიდან შევა ძალაში, სწორედ მაშინ, როდესაც მასშტაბური წვრთნებისთვის სპორტსმენებს შეამოწმებენ.  ცვლილებების პროექტი, ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდის შეცვლას გულისხმობს, რაც ძირითადად მის აღმოსაფხვრელად მკურნალობას და არა დასჯას დაეყრდნობა. ცვლილებებს სათავე, 27 წლის ბეისბოლისტის შოკისმომგვრელმა გარდაცვალებამ დაუდო, რომლის პათანატომიურმა კვლევამ დაადასტურა ფენტალინის, ოქსიკოდონის და ალკოჰოლის მოხმარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system