თავში

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთის ნაკრებს უპირისპირდებიან

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთის ნაკრებს უპირისპირდებიან
ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებს უპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთს ხვდება. თამაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.  „ბორჯღალოსნები“ ბორდოში 7 ნოემბერს გაემგზავრნენ და გუშინ კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს.

მატჩის წინა დღეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც შეხვედრასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამასთან, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა ‘შავი ლომიდან’.

დავით ნინიაშვილი, რომელიც ‘ლიონს’ ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის მოთამაშის რანგში შემადგენლობაში პირველად არიან ‘ლიონში’ ნინიაშვილის თანაგუნდელი ბექა საღინაძე და ‘ბიარიცის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. საფრანგეთში, კერძოდ პრო დე2-ის ‘აჟენში’ გადასვლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გრიგორ ქერდიყოშვილი.

ტრავმების მოშუშების შემდეგ, ნაკრებს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ ბექა გორგაძე და ქერდიყოშვილი. თებერვლის შემდეგ ბორჯღალოსნებთან ერთად პირაველადაა გიორგი ცუცქირიძე.

ბორჯღალოსნები საფრანგეთს ისტორიაში მეორედ ხვდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system