თავში

ბორჯომი და ბაკურიანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კანდიდატ ქალაქებს შორისაა - PHOTO

ბორჯომი და ბაკურიანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კანდიდატ ქალაქებს შორისაა - PHOTO
ბორჯომი და ბაკურიანი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კანდიდატ ქალაქებს შორისაა  - PHOTO

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 

ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის სახელზე გამოგზავნილი ოფიციალურ წერილშია ნათქვამი. 

2020 წლის თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს უნდა წარუდგინოს 2020 წლის 31 ივლისამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system