თავში

ბრიტანელი ფანდრაიზერი საქართველოში ველოსიპედით მოგზაურობს

ბრიტანელი ფანდრაიზერი საქართველოში ველოსიპედით მოგზაურობს
ბრიტანელი ფანდრაიზერი საქართველოში ველოსიპედით მოგზაურობს

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო.

"ბრისტოლიდან პეკინამდე' ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც 26 წლის ველოსიპედისტი 30 ქვეყნის გავლას გეგმავს. ლუკ გენფილდი საქართველოშიც ჩამოვიდა, სადაც მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. ის ამ მარშრუტის გავლით 300 000 ევროს შეგროვებას გეგმავს, რომლითაც სიმსივნით დაავადებულებს დაეხმარება. ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ადევნებს ჟურნალისტებიც. მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიბისის ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. მან რეგიონი დღეს დატოვა და აღმოსავლეთ საქართველოსკენ გაემგზავრა.ბათუმიდან ფოთამდე ის critical mass ბათუმის ველოსიპედისტებმა გააცილეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system