
ბუცებს, რომლითაც ლიონელ მესიმ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს რეკორდი დაამხო, კატალონიის ხელოვნებათა ეროვნული მუზეუმი საქველმოქმედო აუქციონზე გასაყიდად გამოიტანს. ამის შესახებ მუზეუმის Twitter-გვერდი იუწყება.
23 დეკემბერს, კატალონიური გრანდის მაისურით მესიმ 644-ე გოლი გაიტანა, რითაც ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს გაუსწრო (643). არგენტინელის ანგარიშზე 758 მატჩში უკვე 651 გოლია.
მესის ბუცებს მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში გამოფენენ, შემდეგ კი ის აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხა კი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. კერძოდ ონკოდაავადებულ ბავშვების მკურნალობას.
"ისტორიული რეკორდის დამხობა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაქვს შესაძლებლობა დავეხმარო ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ", - განაცხადა მესიმ.
@adidas_ES i Messi han donat al museu les botes amb què l'argentà ha batut el rècord mundial de gols marcats amb un mateix club: 644, amb @FCBarcelona. Les subhastarem i destinarem els beneficis a #ArtISalut, iniciativa que duem a terme des del 2018 amb @vallhebron i @icscat. pic.twitter.com/IYIVx2RhW1
— Museu Nacional, Bcn (@MuseuNac_Cat) February 12, 2021