თავში

ჭადრაკში "აბრეშუმის გზის თასის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჭადრაკში "აბრეშუმის გზის თასის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ჭადრაკში აბრეშუმის გზის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჭადრაკში გამართულ ონლაინ ტურნირში "აბრეშუმის გზის თასი" პრიზიორები გამოვლინდნენ. შეჯიბრის გამარჯვებული აზერბაიჯანელი მოჭადრაკე რაუფ მამედოვი გახდა. ხოლო მეორე საპრიზო ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ დაიკავა. ქართველმა ოსტატმა 150-დან 11 ქულა დააგროვა და გამარჯვებულ მამედოვს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილზე კი 10,5 ქულით ასევე აზერბაიჯანელი ნიჯატ აბასოვი განთავსდა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში, ნანა ძაგნიძემ დააფიქსირა. მის აქტივში 15-დან 8 ქულაა, ასევე 8 ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტთა ცხრილით,  მეორე ადგილზე ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებული სწრაფ ჭადრაკში, მერი არაბიძე გავიდა. ასპარეზობაზე დაწესებული იყო სოლიდური საპრიზო ფონდი 20 000 ევროს ოდენობით, რომელიც 36 საპრიზო ადგილზე განაწილდა.

შეგახსენებთ რომ სწრაფ ჭადრაკში "აბრეშუმის გზის თასი", საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებს მიეძღვნა. ღონისძიების გენერალური სპონსორი კომპანია SOCAR-ი იყო. ტურნირი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო და 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს დასრულდა.  შეჯიბრში საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system