თავში

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ანფერნი სიმონსი გახდა

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ანფერნი სიმონსი გახდა
ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ანფერნი სიმონსი გახდა

მომდევნო წლის განმავლობაში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო „დანქერი“ „პორტლენდის” კალათბურთელი ანფერნი სიმონსი იქნება.

სიმონსმა ჩატენვების კონკურსის პირველ რაუნდში მსაჯებისგან 46 ქულა მიიღო. მეორე რაუნდში კი მან 49 ქულა დაიმსახურა და ჯამში 95 ქულა დაუფიქსირდა.

სიმონსის კონკურენტ ინდიანელ კასიუს სტენლის პირველი ჩატენვისთვს 44 ქულა ერგო, მეორე რაუნდში – 37, სულ 81 ქულა.

„ნიუ იორკის“ მოთამაშე ობი ტოპინმა პირველ რაუნდში 48 ქულა დაიმსახურა. მეორე რაუნდში მას მხოლოდ 34 ქულა ესაჭიროებოდა ფინალში გადასასვლელად. საბოლოოდ მან 46 ქულა მიიღო და საუკეთესო „დანქერის“ ტიტულისთვის ფინალში ერთმანეთს ობი ტოპინი და ანფერნი სიმონსი შეხვდნენ.

ანფერნი სიმონსი პირველი კალათბურთელი  გახდა „პორტლენდიდან“, ვინც ჩატენვების კონკურსი მოიგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system