თავში

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაიწყო
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაიწყო

ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალის მატჩებით განახლდა. "სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდის "ბორუსიამ" "პსჟ"-ს უმასპინძლა და ფრანგები საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. შეხვედრის გმირად დორტმუნდელთა ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი იქცა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სკანდინავიელი ფორვარდი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველია, რომელმაც ერთ გათამაშებაში გოლების გატანა ორი გუნდის მაისურით შეძლო. შეგახსენებთ რომ აქამდე ჰოლანდი ზალცბურგის ღირსებას იცავდა. 

დღის მეორე მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელად მადრიდის ატლეტიკომ ლივერპულის დამარცხება, ანგარიშით 1-0 შეძლო. შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი, მადრიდელთა ესპანელი ნახევარმცველი საულ ნიგესი გახდა. ნიგესმა ამ გოლით მერსისაიდელთა ოთხმატჩიანი გოლგაუშვებელი სერია შეწყვიტა. მიმდინარე სეზონში, კლოპის გუნდისთვის ეს მხოლოდ მესამე თამაშია, რომელშიც მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system