თავში

ჩხენკელი: ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას!

ჩხენკელი: ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას!
ჩხენკელი: ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ბელარუსის ნაკრებთან მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს ნაკრებმა, 8 ოქტომბერს "დინამო არენაზე" გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქე 1:0დაამარცხა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას!

ბელარუსის ნაკრებთან დღევანდელი მოგება მართლაც რომ განსაკუთრებით დასაფასებელია.

ახლა, დასახულ მიზანს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მჯერა, ბოლომდე იბრძოლებთ და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშის მოგებასაც შეძლებთ.

გისურვებთ წარმატებას პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ერთად გვეზეიმოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system