თავში

ჩხოროწყუს "სამეგრელომ" "იბერიას" მეკარის გარეშე 3:1 მოუგო

ჩხოროწყუს "სამეგრელომ" "იბერიას" მეკარის გარეშე 3:1 მოუგო
ჩხოროწყუს სამეგრელომ იბერიას მეკარის გარეშე  3:1 მოუგო

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 4-ის მატჩში („წითელი ჯგუფი“) ჩხოროწყუში, ადგილობრივმა „სამეგრელომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და მეკარის გარეშე 3:1 მოუგო.

მასპინძლები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და მათთვის ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თამაშიწ წინ „სამეგრელოს“ ძირითად მეკარე ნიკა ჯოხაძეს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მეორე მეკარემ თორნიკე გეგუჩაძემ კი, წინასამატჩო მოთელვაზე ტრავმა მიიღო და მასპინძლები მეკარის გარეშე დარჩნენ.

შედეგად მატჩი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

გამოუვალი მდგომარეობის გამო, „სამეგრელოს“ კარში, ახალგაზრდა ფეხბურთელი დავით ბერიშვილი ჩადგა. „ახალგამომცხვარმა“ მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და დიდწილად მასპინძელთა გამარჯვება განაპირობა.

ანგარიში "იბერიელმა" აკაკი ყურაშვილმა გახსნა, თუმცა ამის შემდეგ „სამეგრელომ“ ზედიზედ 3 ბურთი შეაგდო და გამარჯვებაც მოიპოვა. თავი გამოიჩინეს შალვა ცქიფურიშვილმა, რამინ გულუამ და ნიკა ტუღუშმა.

წყარო – lelo.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system