თავში

ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს

​ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეაში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სპორტსმენების უსაფრთხოებაა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები, რომელიც შარშან ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო, ამ წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system