თავში

დღევანდელ "დერბიში" ლუკაკუს დედამ ზლატანზე შურისძიება მოითხოვა

დღევანდელ "დერბიში" ლუკაკუს დედამ ზლატანზე შურისძიება მოითხოვა
დღევანდელ დერბიში ლუკაკუს დედამ ზლატანზე შურისძიება მოითხოვა

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე მილანში "დერბი დელა მადონინა" გაიმარათება.

"ნერაძურისა" და "როსონერის" ბოლო შეხვედრა დიდი სკანდალით დასრულდა. გუნდის ლიდერებმა, რომელუ ლუკაკუმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთში იკამათეს.

ზლატანმა ლუკაკუს დედის "ჰობი" შეახსენა, რომელიც ვუდუს თოჯინებითაა გატაცებული. ამასთან ვირიც უწოდა, რომელიც ინგლისურად სიტყვა მაიმუნისგან ერთი ასოთი განსხვავდება. ამგვარად რომელუმ რასიზმზე მიიტანა ეჭვი და ზლატანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მეტიც ფიზიკურ ანგარიშწორებასაც დაპირდა. 

ბელგიური მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუს დედამ, ადოლფინამ შვილს მოუწოდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შვედზე შური იძიოს. 

იტალიის სერია ა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. "მილანი" "ინტერს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, რომელიც ცხრილის ლიდერია. ამგვარად, ფეხბურთის მოყვარულებს დღეს ისტორიული "დერბი დელა მადონინა" ელოდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system