თავში

დიეგო მარადონა სიკვდილის წინ გულის მედიკამენტებს არ იღებდა

დიეგო მარადონა სიკვდილის წინ გულის მედიკამენტებს არ იღებდა
დიეგო მარადონა სიკვდილის წინ გულის მედიკამენტებს არ იღებდა

აუტოფსიის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ყოფილ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას სიკვდილის წინ გულის ფუნციონირების გაუმჯობესებისთვის აბები არ მიუღია.

ცნობილია, რომ მარადონას აღენიშნებოდა ღვიძლის ციროზი, თირკმელების ქრონიკული დაავადება, მიოკარდიოფიბროზი. მისი გული 503 გრამს იწონიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ნორმას. მარადონას ასევე ჰქონდა ფილტვების პრობლემები. აღინიშნა, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში ის ალკოჰოლს არ სვამდა და ნარკოტიკს არ მოიხმარდა.

სასამართლო ექსპერტიზამ მარადონას სხეულში არაერთი ფსიქოტროპული წამლისა და ანტიდეპრესანტის კვალი აღმოაჩინა.

60 წლის მარადონა 25 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system