თავში

დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს

დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს
დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური იასპარეზებენ. 100 კგ-ში კი ვარლამ ლიპარტელიანი მედლისთვის ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთვება. საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტი ძიუდოისტით მძიმე წონაშია წარმოდგენილი, სადაც საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და  გელა ზაალიშვილი დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system