თავში

დოჰას მასტერსზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს

​დოჰას მასტერსზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს
დოჰას მასტერსზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, შეჯიბრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას სამი ქართველი დაიცავს.

ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მასტერსზე 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველი დენის ვიერუ ეფექტური გდებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დოჰას მასტერსზე პირველი მედალი მოუტანა.

დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system