თავში

ძალოსანმა შოთა მიშველაძემ სამი მედალი მოიპოვა

​ძალოსანმა შოთა მიშველაძემ სამი მედალი მოიპოვა
ძალოსანმა შოთა მიშველაძემ სამი მედალი მოიპოვა

ნაიმ სულეიმანოღლუს ძალოსანთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარეობს, შოთა მიშველაძემ სამი მედალი მოიპოვა.

61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 120 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა; აკვრაში დამორჩილებული 146 კილოგრამითა და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 266 კილოგრამით კი ოქროს მედლები მოიპოვა.

ტურნირზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. მიშველაძე, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

ქართველმა ძალოსანმა წარმატება მოიპოვა ორი კვირის წინ გამართულ ბელარუსიის საერთაშორისო ტურნირზეც, სადაც აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაიმსახურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system