თავში

ძალოსნობის ფედერაციას კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს

ძალოსნობის ფედერაციას კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს
ძალოსნობის ფედერაციას კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს

ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუშეთში გამართულ საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 44 დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა კახი კახიაშვილს.

,,კახი კახიაშვილმა დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა, ასევე, ძირითად მიზნებშია ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა, რადგან ეს არის უმეტესი სპექტრის ძირითადი საბაზო, ფუნდამეტრი სახეობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი არც დიდ ფართს და არც დიდ სახსრებს ითხოვს. კახი კახიაშვილის მიზნებში ასევე არის საერთაშორისო ფედერაციაში ქართველი კვალიფიცირებული ფედერაციის წევრების ინტეგრირება. მიზანია 2021 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაც.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი.

პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს კი საპატიო ვიცე-პრეზიდენტი წოდება მიენიჭა.

დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადიციპლინო კომიტეტი, რომელსაც თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.

ყრილობაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამაზ გურგენიძესა და ხვიჩა ქობალიას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system