თავში

ძალოსნობის ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატი გადადო

ძალოსნობის ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატი გადადო
ძალოსნობის ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატი გადადო

ძალოსნობის ფედერაციამ, ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების გამი, ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი ერთი თვით გადაიდო.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე.

კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით,“ - აღნიშნულია ძალოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system