თავში

ეროვნული ლიგის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა

ეროვნული ლიგის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა
ეროვნული ლიგის სეზონის გამარჯვებული თბილისის დინამო გახდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა. ეს კლუბისთვის მე-17 ჩემპიონობაა.

გადამწყვეტ მატჩებში მიღებული ქულების შედეგად, თბილისის „დინამომ“ ჯამში 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივთან“ დამარცხდა და 71 ქულით მეორე ადგილს დაჯერდა.

საქართველოს როვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ლევა კუტალიამ მიიღო. მან სეზონის განმავლობაში 20 გოლი გაიტანა. მეორე არგილზე კი ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა, რომელსაც 17 გოლი აქვს გატანილი.

ჩემპიონობის ნიშნად, თბილისის ანძა „დინამოს“ ფერებში განათდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system