თავში

ესპანეთი ზაფხულში "ფორმულა ერთის" მისაღებად მზადაა

​ესპანეთი ზაფხულში "ფორმულა ერთის" მისაღებად მზადაა
ესპანეთი ზაფხულში ფორმულა ერთის მისაღებად მზადაა

"ფორმულა ერთის" ეტაპის, ესპანეთის გრან პრის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მზად არიან, ზაფხულში შეჯიბრს უმასპინძლონ.

"ჩეიზ კერიმ განაცხადა, რომ სეზონის პირველი რბოლები ივლისსა და აგვისტოში გაიმართება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საუბარია შეჯიბრზე, რომელიც ჩვენს ტრასაზე გაიმართება. ჩვენ მზად ვართ, რბოლა ნებისმიერ შაბათ-კვირას ჩავატაროთ. "ფორმულა ერთი" დაინტერესდა, არსებობს თუ არა თარიღი, როდესაც ჩვენ გრან პრის მისაღებად არ ვართ და ჩვენ ვუპასუხეთ: "არა, ასეთი თარიღი არ არსებობს", - განაცხადა ბარსელონის ტრასის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჟოან ფონსერემ.

მისი თქმით, მომზადებას 2-3 კვირა დასჭირდება, გრან პრი კი მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

თავდაპირველად, ეტაპი 8-10 მაისს უნდა გამართულიყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონის დაწყებამ დროში გადაიწია. ბაჰრეინში, ჩინეთში, ვიეტნამში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და აზერბაიჯანში გადავადდა, ავსტრალიაში, მონაკოსა და საფრანგეთში კი ეტაპები გაუქმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system